in ,

სილესენის დაბრუნების დროა –მარკა

ლა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში “ვალენსია” სტუმრად “სევილიასთან” უშანსოდ დამარცხდა. საქართველოს ნაკრების 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც სეზონის სტარტზე ხოსე ბორდალასის მთავარ აღმოჩენად მიიჩნეოდა, ბოლო ორ ტურში არადამაჯერებლად მოქმედებს.

ესპანური გამოცემა “მარკა” სტატიას აქვეყნებს სათაურით “სილესენის დაბრუნების დროა” და სტატიას ურთავს ფოტოს, რომელზეც ასახულია კადრი, როდესაც ბორდალასი თავისი გუნდის მეკარეების მწვრთნელს ესაუბრება.

“მამარდაშვილის უხეში შეცდომები კარს უხსნის სილესენს. გიორგის შეცდომები “რეალისა” და “სევილიას” წინააღმდეგ გამოცდილი ნიდერლანდელი მეკარის დაბრუნების შანსს ზრდის.

სეზონის სტარტზე ქართველი მეკარე ლა ლიგის მთავარი აღმოჩენა იყო და ხოსე ბორდალასის ფავორიტ მეკარედაც იქცა. გიორგი პირველ სამ მატჩი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, მაგრამ მეოთხე ტურში მის თამაშში შეცდომები შენიშნა. “ოსასუნასთან” იგი ვიდეო რეფერმა გადაარჩინა. შემდეგ, ჯერ “რეალთან” მატჩში დაუშვა საბედისწერო შეცდომა. გუშინ კი, სამივე გოლი მისი ბრალი იყო”, – წერს “მარკა”.

ვალენსიამ წლის აბსურდული გოლი გაუშვა: მეორე გოლი სევილიას მამარდაშვილმა აჩუქა – Marca

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: საწოლში ტროფეისთან – ლევანდოვსკის თასების ლოგინში ჩაწვენა უყვარს

მერაბ შარიქაძე: შავ ლომს შეუძლია ტურნირის საუკეთესო გუნდი გახდეს