in ,

Marca: სევილიასთან ვალენსიას კარში სილესენი იქნება

დღეს, ესპანეთის ლა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში “რამონ სანჩეს პისხუანზე” “ვალენსია” “სევილიას” დაუპირისპირდება. ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca წერს, რომ დღევანდელ მატჩში ვალენსიელთა კარს ნიდერლანდელი იასპერ სილესენი დაიცავს.

ესპანური Marca წერს, რომ სილესენი თავიდანვე “ვალენსიას” ძირითად მეკარედ მოიაზრებოდა, მაგრამ სეზონის სტარტზე ტრავმირებული იყო, რითაც ქართველმა მეკარემ ისარგებლა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა. გამოცემა წერს, რომ მამარდაშვილი განვლილ მატჩებში ცუდად არ გამოიყურებოდა და რამდენიმე კარგი სეივიც ჰქონდა, მაგრამ მადრიდის “რეალთან” ბენზემას გოლისას მას აშკარად უკეთ თამაში მართებდა. ის ჯერ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს, უბრალოდ მას სითამამე და გამოცდილება აკლია.

გეტყვით იმასაც, რომ დღევანდელ შეხვედრაში ტრავმის გამო, “ვალენსიას” კარლოს სოლერიც ვერ დაეხმარება.

“სევილია”-“ვალენსიას” შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თათია გაბუნია: ვიცოდით მხეცებს ვეთამაშებოდით, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის ბოლომდე უნდა გვებრძოლა

მამარდაშვილის მამა: რეალის ფეხბურთელები მხოლოდ ფლეისთეიშენში ჰყავდა ნანახი