in ,

თათია გაბუნია: ვიცოდით მხეცებს ვეთამაშებოდით, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის ბოლომდე უნდა გვებრძოლა

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში შვედეთის უძლიერეს ნაკრებს დაუპირისპირდა და 0:4 დამარცხდა. მიუხედავად 4 გაშვებული გოლისა, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო თათია გაბუნია იყო, რომელმაც რამდენიმე ურთულესი ბურთის მოგერიება მოახერხა.

თათია გაბუნიას სეივი შვედეთთან

მატჩის დასრულების შემდეგ, თამაში საქართველოს ნაკრებისა და ლანჩხუთის” მეკარემ თათია გაბუნიამ შეაფასა:

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები შვედეთთან დამარცხდა

“ყველამ ვიცოდით, რომ ძალიან რთული მატჩი იქნებოდა. ველოდებოდით, რომ შესაძლოა 10-ზე მეტი კუთხური ჩამოწოდებულიყო. ერთადერთი იმის იმედი გვქონდა, რომ ყველა, აბსოლუტურად ყველა ძალიან მაგრად ვიდექით. ყველას საკუთარი თავის იმედი ჰქონდა და ვიცოდით, რომ ჩვენს უკან ჩვენი ქვეყანა იდგა. ვიტყვი, რომ დიდი როლი ითამაშა ჩვენი მწვრთნელის გამხნევებამ. მისი სიტყვები საოცარი იყო. პირველი ის თქვა, რომ მისთვის ეს პირველი პრინციპული შეხვედრა იყო სანაკრებო დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვნერვიულობ, მჯერა, რომ კარგ შედეგს დავდებთო.
დღეს ღვთისმშობლობაა და დარწმუნებული ვარ მისი მადლი შეგვეწევაო. ამ სიტყვების თქმა და ტაში ერთი იყო. გავედით მოედანზე და ერთი რამ ზუსტად ვიცოდით! ბოლომდე უნდა გვეთამაშა! თამაში დავიწყეთ თუ არა, მთელი ძალებით ვცდილობდით წარმატების მიღწევას. პირველი ნახევარი საათი 0:0 იყო. პირველმა გოლმა ჩვენზე ძალიან იმოქმედა. ცოტა მოვდუნდით, მაგრამ მაინც გავაგრძელეთ და ვიბრძოლეთ. კარგად ვიცოდით, რომ ლომებთან და მხეცებთან გვქონდა საქმე. ერთადერთი რაც გვაძლებინებდა, ჩვენი ოჯახი, გულშემატკივრები და ქვეყანა იყო”,- თქვა თათია გაბუნიამ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე ზედიზედ მესამედ მოიგო

Marca: სევილიასთან ვალენსიას კარში სილესენი იქნება