in ,

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები შვედეთთან დამარცხდა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა დაიწყო. გიორგი ჩხაიძის გუნდი A ჯგუფში მთავარ ფავორიტს, შვედეთის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

გეტებორგში, “გამლა ულევის” სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრაში მასპინძლებმა ორი გოლი შესვენებამდე გაიტანეს. პირველი ტაიმის მიწურულს თათია გაბუნიას კარში ჯერ ფილიპა ანგელდალმა, შემდეგ კი მაგდალენა ერიქსონმა შეაგდო. მოვლენები ანალოგიურად განვითარდა მეორე ტაიმშიც – შვედებმა გოლების გატანა ისევ ბოლო და კომპენსირებულ წუთებზე მოახერხეს. ამჯერად დუბლით მასპინძელთა კაპიტანი კაროლინე სეგერი გამოირჩა.

საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს A ჯგუფში მეტოქეებად, შვედეთის გარდა, სლოვაკეთი, ფინეთი და ირლანდია ჰყავს. ჩხაიძის გუნდს საკვალიფიკაციო ეტაზე გამოსვლა 17 სექტემბერს, ირლანდიასთან საშინაო მატჩით უნდა დაეწყო, მაგრამ COVID-რეგულაციების გამო ის შეხვედრა 2022 წლის ივნისისთვის გადაიდო. მომდევნო შეხვედრა ქართველ ქალ ფეხბურთელებს 21 ოქტომბერს, შინ ფინეთთან უწევთ.

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო A ჯგუფს შვედეთი ორიდან ორი მოგებით ლიდერობს. შვედებმა პირველ ტურში სლოვაკეთს გასვლაზე აჯობეს – 1:0

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლევანდოვსკიმ ოქროს ბუცი აიღო: ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის დაფასება, მხარდაჭერა

რონალდო მსოფლიოში ყველაზე მეტს შოულობს: მესიზე 15 მლნ-ით მეტს