in ,

მესი საქართველოდან, რომელსაც შეუძლია ნაპოლიზე იოცნებოს: ხვიჩას აქვს ნიჭი ქომაგები ისე აღაფრთოვანოს, როგორც ეს მარადონამ შეძლო

იტალიურ “ნაპოლიში” ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია. ყველაზე ცნობილი და გავლენიანი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოც წერს, რომ “ნაპოლიმ” კვარაცხელიას ტრანსფერი პრაქტიკულად დახურა.

corriero dello sport წერს იმას, რომ კვარაცხელიამ ნეაპოლში პირველადი სამედიცინო შემოწმებაც გაიარა და მხოლოდ ტრანსფერი გაოფიციალურებაღა დარჩა.

კვარაცხელიას ნაპოლიში ტრანსფერი გადაწყვეტილია: ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს

ნაპოლი კვარაცხელიას ტრანსფერზე ფარულად მოქმედებდა: ხვიჩამ პირველადი სამედიცინო შემოწმებაც გაიარა -იტალიური მედია

corriedo dello sport 21 წლის ქართველ ტალანტზე და ქართული ფეხბურთის იმედზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს და ხვიჩას, როგორც მესის საქართველოდან ისე მოიხსენიებს.

‘ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის “რუბინი” რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ დატოვა. ამ დროისთვის ხვიჩა საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ბათუმის “დინამოს” რიგებში ირჯება. ქართულ გუნდში მან ორი მატჩი ჩაატარა და ორივეში გამარჯვება მოიპოვა. 2001 წელს დაბადებულ ქართველ შემტევს ტყუილად არ ეძახიან “ქართველ მესის” , რადგან იგი “ნაპოლის” მომავალი ვარსკვლავია.

“ქართველი მესი უსასრულო რეპერტუარით”- როგორც სჩანს მის უნარებს, შესაძლებლობებს დასასრული არ აქვს. მას აქვს უნარი გულშემატკივარს მუდმივად ახალი “რეპერტუარი” შესთავაზოს. მას შეუძლია მეტოქეს ფინტებით თავბრუ დაახვიოს, აქვს საოცარი დრიბლინგი. ფიზიკურადაც საკმაოდ ძლიერია.

“ნაპოლის” გულშემატკივრები ოცნებობენ კვარაცხელიას თამაში მათ საყვარელ გუნდში მალე ნახონ. მას აქვს ყველანაირი მონაცემი, რომ ნეაპოლელი გულშემატკივრები მისი თამაშით მოიხიბლნონ. მას შეუძლია ისე აღაფრთოვანოს ნეაპოლელი გულშემატკივრები, როგორც ეს თვით მარადონამ მოახერხა. ბრავო ჯუნტოლის, რომელმაც მართლა ბრწყინვალე საბაზრო ოპერაცია განახორციელა.”-წერს იტალიური გამოცემა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ორი მეგატრანსფერის მოლოდინში: ლევანდოვსკი ბარსას უკვე შეუთანხმდაო, რეალს დე ბრუინი მოუნდა

ვიდეო: ანდრია ბითაძის გოლი ჩემპიონთა ლიგაზე ტურის საუკეთესოდ დასახელდა