in ,

კვარაცხელიას ნაპოლიში ტრანსფერი გადაწყვეტილია: ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს

იტალიურ მედიაში ბოლო დროს ბევრი იწერებოდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და იტალიურ “ნაპოლის” შორის ყველაფერი მოგვარებული იყო და ზაფხულში ქართველი ტალანტი კარიერას ნეაპოლურ გუნდში გააგრძელებდა.

ახლა კი, ხვიჩას “ნაპოლიში” ტრანსფერს ყველაზე ცნობილი და გავლენიანი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ადასტურებს.

ფაბრიციო რომანო საკუთარი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ “ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელიას და მატიას ოლივეირას ტრანსფერები დახურა. ისინი შემდეგი სეზონიდან ნეაპოლში იქნებიან. რომანო წერს, იმასაც, რომ კვარაცხელია “ტოტენჰემის” ინტერესის საგანიც იყო. რომანოს ცნობით, “ნაპოლი” “ხეტაფეს” ურუგვაელ მცველზეც მუშაობს.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელიას “ნაპოლი” 1 ივლისს გაიფორმებს. იტალიელები ქართველს 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილი ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი იყო: რომ არა ის, ვალენსია წააგებდა

ნაცისტური ატლეტიკო დაისაჯა: უეფა მადრიდელებს ტრიბუნას ჩამოართმევს