in

Hola, Georgia – ეს კარგი გუნდია: საქართველო ესპანეთის თავის ტკივილია

ხვალ თბილისში დიდი მატჩია: საქართველოს ნაკრებს ევროშესარჩევის თამაში აქვს ესპანეთთან. შესაძლოა დღევანდელ „ფურია როხას“ არ ჰყავდეს მსოფლიო დონის გამორჩეული ვარსკვლავები, მაგრამ „რეალისა“ და „ბარსას“ ფეხბურთელები მაინც თავისას შვრება. გულშემატკივარიც განსაკუთრებულ მოლოდინშია და წარმატების იმედიც აქვს.

ესპანეთის ნაკრები კი ცხადია უკვე თბილისშია.

Hola, Georgia! – წერს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საიტი.

ესპანენელებს ჩვენამდე ჩამოსასვლელად 5 საათი დასჭირდათ. დელეგაციას კი პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი პედრო როჩა ხელმძღვანელობს. მოგეხსენებათ, საბედისწერო კოცნის გამო საქმეს ჩამოშორებულია ლუის რუბიალესი.

მთავარი მწვრთნელი დე ლა ფუენტე 18:15 საათზე ჩემპიონთა ლიგის მომგებ როდრისთან ერთად პრესკონფერენციას ჩაატარებს.

ესპანური პრესა აღნშავს, რომ არც თუ სასურველი სტარტის შემდეგ გუნდმა აუცილებელია ჯერ საქართველო და მერე შინ კვიპროსი დაამარცხოს.

ესპანეთის შემადგენლობა ცნობილია: ვინ მოდიან თბილისში

აი რას წერს AS:

„ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთისთვის კბილის ტკივილია.
„ნაპოლის“ შესანიშნავი მარცხენაფლანგელი ევროპირველობაზე გასასვლელად იბრძვის. მისი სისწრაფე და დრიბლინგები დე ლა ფუენტეს აღელვებს, რომელმაც მისი შეჩერება ორი გამოცდილი მარჯვენა მცველით, კარვახალითა და ასპილიკუეტათი გადაწყვიტა. თუმცა არის სიურპრიზი: ფრანგმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეიძლება ის მარჯვენა ფრთაზე დააყენოს,
სადაც ბალდე და გაია არიან, ორი ზედმეტად შემტევი მცველი.

პრობლემა არ გაღრმავდებოდა, ერთადერთი საზრუნავი კვარაცხელიასთან გამკლავება რომ იყოს. საქართველო საჩუქარი არავისთვის არაა. მათ რიგებში ევროპის საუკეთესო ლიგების ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებსაც შეუძლიათ ესპანეთს სერიოზული პრობლემები შეუქმნან.

საქართველოს ეროვნულ გუნდში ასევე თამაშობენ: „ტორინოს“ მცველი საბა საზონოვი, ნახევარმცველები გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“) და ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“) და „აიაქსის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე. აგრეთვე, „ლევანტეს“ ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი და თბილისის „დინამოს“ მცველი სანდრო კალანდაძე. ამას გარდა, ჰყავთ „ვალენსიას“ ძირითადი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ამ სეზონში „რეალის“ ინტერესშიც მოექცა. ერთი სიტყვით, ეს კარგი გუნდია“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პირველი დამოუკიდებელ საქართველოში და ზოგადად მეშვიდე: ოქროს ბურთის ქართველი ნომინანტები

ოქროს ბურთის მაძიებელი მეკარე და ახალგაზრდა: France Football-მა ნომინანტები დაასახელა