in

ოქროს ბურთის მაძიებელი მეკარე და ახალგაზრდა: France Football-მა ნომინანტები დაასახელა

France Football-მა „ოქროს ბურთის“ ნომინანტების გარდა, ასევე დაასახელა საუკეთესო მეკარისა და ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინანტები.

ლევ იაშინის სახელობის ტროფეი კალენდარული წლის მიხედვით საუკეთესო მეკარეს გადეცემა. გასულ წელს ეს პრიზი ტიბო კურტუამ მოიგო.

2023 წელს ნომინირებული არიან:
ტიბო კურტუა (რეალი), იასინ ბონო (სევილია), მაიკ მენიანი (მილანი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა), ედერსონი (სიტი), ანდრე ონანა (მანჩესტერი), აარონ რომსდეილი (არსენალი), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), დომინიკ ლივაკოვიჩი (ფენერბაჰჩე) და ბრის სამბა (ლანსი).

რაიმონ კოპას სახელობის ჯილდოსთვის, რომელიც საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს (21 წლამდე) გადაეცა, იბრძოლებენ:

ჯუდ ბელინგემი (რეალი), გავი (ბარსელონა), პედრი (ბარსელონა), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ედუარდო კამავინგა (რეალი), ხავი სიმონსი (ლაიპციგი), ალექს ბალდე (ბარსელონა), ანტონიუ სილვა (ბენფიკა), რასმუს ჰეილუნდი (მანჩესტერი) და ელიე ვაი (ლანსი).

დაჯილდოების ცერემონია 30 ოქტომბერს პარიზში გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

Hola, Georgia – ეს კარგი გუნდია: საქართველო ესპანეთის თავის ტკივილია

რამდენს იღებენ რეალის ფეხბურთელები