in ,

ესპანეთის შემადგენლობა ცნობილია: ვინ მოდიან თბილისში

2023-06-16 Entrenamiento de la selección española. SOLO USO EDITORIAL, SOLO DISPONIBLE PARA ILUSTRAR LA NOTICIA QUE ACOMPAÑA (CRÉDITO OBLIGATORIO) FOTO RFEF

საქართველოს ნაკრებს პარასკევს, 8 სექტემბერს ევროშესარჩევის ურთულესი მატჩი აქვს ესპანეთთან. მართალია ესპანეთის ნაკრები ამჟამად ისეთი მრისხანე არ ჩანს, როგორც არც თუ შორეულ წარსულში, მაგრამ ჩვენთვის ცხადია მაინც უძლიერესი მეტოქეა. საქართელოს ნაკრების შემადგენლობა უკვე ცნობილია, თავისი გუნდის ფეხბურთელები ასევე ჩამოწერა ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ.

ჩვენი არ იყოს, ესპანეთის გუნდშიც ორი დებიუტანტია: „ვილიარეალის“ ნახევარმცველი ალექს ბაენა და „ბარსელონას“ მაროკოელი წარმოშობის 16 წლის ტალანტი ლამინ იამალი.

თბილისში ასეთი ესპანეთი მოდის:

მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), კეპა არისაბალაგა (რეალი), დავიდ რაია (არსენალი, ინგლისი)

მცველები: დანი კარვახალი (რეალი), სესარ ასპილიკუეტა (ატლეტიკო), რობინ ლე ნორმანი (სოსიედადი), ემერიკ ლაპორტი (ალ ნასრი, საუდის არაბეთი), ხოსე გაია (ვალენსია), პაუ ტორესი (ასტონ ვილა, ინგლისი), დავიდ გარსია (ოსასუნა), ალეხანდრო ბალდე (ბარსელონა)

ნახევარმცველები: როდრიგო (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), მიკელ მერინო (სოსიედადი), გავი (ბარსელონა), ალექს ბაენა (ვილიარეალი), მარტინ სუბიმენდი (სოსიედადი), ფაბიან რუისი (პსჟ, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: ალვარო მორატა (ატლეტიკო), დანი ოლმო (ლაიპციგი, გერმანია), ნიკო უილიამსი (ბილბაო), ხოსელუ (რეალი), აბელ რუისი (ბრაგა, პორტუგალია), მარკო ასენსიო (პსჟ, საფრანგეთი), ლამინ იამალი (ბარსელონა).

საქართველო და ესპანეთი არაერთხელ მოხვდნენ ერთ შესარჩევ ჯგუფში და აქამდე ყველა ოფიციალური შეხვედრა ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა. ოღონდ ისიც უნდა ითქვას, რომ თბილისში ესპანეთს ჩვენი დამარცხება უჭირს და გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს გააქვს ხოლმე. იმედია, ახლა ვეღარ შეძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილი: უნდა დავბრუნდეთ უფრო ძლიერები, ვიდრე ახლა ვართ

მიქაუტაძემ ფორტუნათი დაიწყო: საბავშვო აიაქსი ჯერ დასალაგებელია