in ,

Dream Team ფინალშია: აშშ მორიგ ოქროს უახლოვდება

აშშ-ის საკალათბურთო ნაკრებს ოლიმპიადის სტარტისთვის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, ამერიკელები ფორმაში მალევე შევიდნენ, ახლა უკვე ფინალში არიან და მორიგ ოქროს უმიზნებენ.

გრეგ პოპოვიჩის გუნდმა ნახევარფინალში ავსტრალიის ნაკრები 97:78 დაამარცხა და ფინალში, რომელიც შაბათს გამთენიისას გაიმართება, დონჩიჩის სლოვენიას ან საფრანგეთს შეხვდება. ფინალის მოგების შემთხვევაში აშშ-ს ნაკრები ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ მეოთხე ტრიუმფს იზეიმებს.

აღსანიშნავია, რომ პოპოვიჩის გუნდმა ავსტრალიასთან თამაში არც ისე კარგად დაიწყო, ამერიკელებს პრობლემები ჰქონდათ. თავად განსაჯეთ: პირველი 9 სამქულიანიდან ვერცერთი ჩააგდეს და მეორე მეოთხედის შუაში 15 ქულის სხვაობითაც კი აგებდნენ. პოპოვიჩის გუნდმა მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ვითარების გამოსწორება – 16:4 გაქცევით.

მეორე ტაიმში ამერიკის ნაკრებს პრობლემები აღარ ჰქონია. საქმის ბოლომდე მიყვანა 12:0 გაქცევით დაიწყო. ამ ფაზაში შეუჩერებელი გახლდათ კევინ დურანტი, ავსტრალიელები კი ბევრს ვეღარაფერს ახერხებდნენ. მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელიც ამერიკელებმა 32:10 მოიგეს. საუკეთესოები დურანტი (23 ქულით) და დევინ ბუკერი (20) იყვნენ.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0