in ,

As.com: საქართველო ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალაა

ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული საკმაოდ კარგი თამაშის შემდეგ, ესპანურ მედიაში საქართველოს ნაკრებმა და კონკრეტულად ხვიჩა კვარაცხელიამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ესპანური As.com საბერძნეთი-საქართველოს მატჩს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები ევროპაში ნებისმიერი გუნდისთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს.

“საქართველოს ნაკრების მიერ ჯერ ესპანეთთან, ახლა კი ბერძნებთან ჩატარებული შესანიშნავი მატჩი ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ევროპის მასშტაბით უკვე საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავს.

განსაკუთრებით კვარაცხელიას მომენტია გამოსარჩევი, რომელმაც რიბერის მსგავსად ითამაშა და მხოლოდ გადამწყვეტი დარტყმა არ გამოუვიდა.

სატურნირო ცხრილი შესაძლოა, სხვა რამეს ამბობდეს, მაგრამ საქართველოს ნაკრები გაცილებით უკეთესი გუნდია, ვიდრე ამაზე მისი ქულების რაოდენობა მეტყველებს”, – ვკითხულობთ AS-ის სტატიაში.

პირველი ქულა: საქართველოს საბერძნეთიდან ქულა და იმედი მოაქვს

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 2 სექტემბერს კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შევჩენკო წავიდა: უკრაინა მწვრთნელის გარეშე დარჩა

სერხიო რამოსი ისევ დაიმტვრა: კაპიტანი ელ კლასიკოს და ლივერპულთან თამაშს გამოტოვებს