in ,

As.com: ვალენსიაში მამარდაშვილის სჯერათ და ეიმედებათ

ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა As.com-მა საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” მეკარეს გიორგი მამარდაშვილს მორიგი სტატია მიუძღვნა.

“თბილისის “დინამოდან” “ვალენსიაში” გადასვლის შემდეგ, ქართველმა მეკარემ აბსოლუტურად ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მან პირველივე სეზონში “ღამურების” მაისურით 14 შეხვედრა (ყველა ტურნირზე) ჩაატარა და 7-ჯერ კარი მშრალად შეინახა. გარკვეული პეროდით გიორგი სილესენს ძირითადი მეკარეობაც წაართვა. კლუბში გიორგის ეიმედებათ და უფრო მეტად მუშაობენ იმ კომპონენტებზე, რომლის დახვეწის შემდეგაც მამარდაშვილი უფრო კონკურენტუნარიანი მეკარე გახდება.

ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც გიორგიმ უნდა გამოასწოროს, მაღალი ბურთებისას გამოსვლებზე თამაშია. გიორგი თითქოს ვერ რისკავს და ყოყმანობს გამოსვლაზე ითამაშოს თუ არა ბურთზე, მაგრამ ეს ჩვეულბერივია. იგი ჯერ მხოლოდ 9 თვეა ამ დონეზეა”, – წერს ესპანური გამოცემა.

მამარდაშვილის მაღალი შეფასება ელჩესთან მატჩში

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტოჩინოშინის ჰატაკიკომი და მე-6 გამარჯვება

ვინისიუსი, პედრი, ჰალანდი და მამარდაშვილი… ქართველი მეკარე ისევ გამოარჩიეს