in

ტოჩინოშინის ჰატაკიკომი და მე-6 გამარჯვება

მიმდინარე ბაშოს მე-9 დღეს ქართველმა ექსოძეკმა ტოჩინოშინმა, რომელიც ამ ბაშოზე დასაველთის მეთხუთმეტე მაეგაშირად არის განთესილი, დღეს 22 წლის იაპონელ კოტოშოჰოს დაუპირისპირდა და ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა.

ტოჩინოშინს მეტოქის წინააღმდეგ ორი შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული და ორივე წარმატებულად დასრულებული და ამჯერადაც ყველაფერი რიგზე იყო.

ტოჩინოშინს მიმდინარე ბაშოზე 6 მოგება, 3 მარცხი აქვს და კაჩი-კოშამდე (დადებითი ბალანსი) 2 გამარჯვება აშორებს.

ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე კაისეი იქნება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენ დავბრუნდით – XXIX ტური

As.com: ვალენსიაში მამარდაშვილის სჯერათ და ეიმედებათ