კვიპროსის ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან და სატურნირო ცხრილის ლიდერთან ლიმასოლის “აპოლონთან” ითამაშა ფამაგუსტას “ანორთოსისმა”. თემურ ქეცბაიას გუნდი შეხვედრას ბოლო წუთამდე აგებდა, მაგრამ ქულა ქართველებმა გადაურჩინეს.
ეს იყო საჩემპიონო პლეი-ოფის პირველი შეხვედრა. მატჩი “აპოლონისთვის” იდეალურად მიმდინარეობდა, 2:0 იგებდნენ, მაგრამ ჯერ თორნიკე ოქრიაშვილმა შეძლო ანგარიშის შემცირება, შემდეგ კი, გიორგი ქვილითაიამ პენალტით წონასწორობა აღადგინა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მიმდინარე სეზონში გიორგი ქვილითაიას 12 ბურთი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა.
ფამაგუსტელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ: გიორგი, ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია.
GIPHY App Key not set. Please check settings