in ,

გიორგი ცეცაძე: სამტრედიაში ხალხის განსაკუთრებულ სიყვარულს ვგრძნობ

საფეხბურთო კლუბი “სამტრედია” ეროვნული ლიგის მომავალი სეზონისთვის მზადებას ახალი მთავარი მწვრთნელით იწყებს. გასული სეზონის შემდეგ, რომელშიც სამტრედიელებმა მე-7 ადგილი დაიკავეს, იმერლები მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ დატოვა და მას გიორგი ცეცაძე შეცვლის. ინფორმაცია “სამტრედიას” ოფიციალურმა გვერდმაც დაადასტურა.

46 წლის სპეციალისტი”სამტრედიას” 2015-2017 წლებში ხელმძღვანელობდა და “სამტრედიამ” მისი ხელმძღვანელობით, გუნდის 80 წლის თავზე პირველად, საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გარდამავალი ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში ცეცაძის “სამტრედიამ” საჩხერის “ჩიხურა” დაამარცხა. იმავე წელს, “სამტრედიამ” საქართელოს სუპერთასიც მოიპოვა. გიიორგი ცეცაძემ გუნდი 2018 წელს დატოვა და საქართველოს 21–წლამდელელთა ნაკრებში დაინიშნა. შემდეგ იყო უკრაინული “ლვiვი” და ახლა, ისევ “სამტრედიაში” ბრუნდება.

ცეცაძე სამტრედიაში დაბრუნდა

sport4me.ge გიორგი ცეცაძეს დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური კომენტარი ჩაწერა.

ბატონო გიორგი, “სამტრედიაში” დაბრუნდით. რას იტყვით ამ კლუბის და სამომავლო გეგმების შესახებ?

ჩემს სამწვრთნელო კარიერაში თუ რაიმე წარმატებისთვის მიმიღწევია, 19-წლამდელთა ნაკრების გარდა, სწორედ “სამტრედიაში” მივაღწიე. ამიტომაც, “სამტრედია” და სამტრედიელი გულშემატკივრები განსაკუთრებულად მიყვარს. ამ ქალაქში თითოეული ადამიანისგან უდიდეს სითბოს და სიყვარულს გრძნობ. მათი ყოველი ტაში და თბილი შეძახილი მახსოვს. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი “სამტრედიაში” დაბრუნების.

ბატონო გიორგი, “სამტრედია” ახლა იწყებს შეკრებას. მოსამზადებლად საკმაოდ ცოტა დრო გაქვთ…

გარკვეული მიზეზების გამო, გუნდმა ახლახანს დაიწყო მოსამზადებელი პროცესი. ამ ეტაპზე, ძირითადად, ფიზიკურ ვარჯიშებზე ვაკეთებთ აქცენტს. ვარჯიშებს ჩემი მარჯვენა ხელი თემურ ლორთქიფანიძე უძღვება. სეზონის სტარტს ფიზიკურად კარგ კონდიციებში შევხვდებით და თანდათან თამაშის მხრივაც შევთამაშდებით.
სამწუხაროდ, გუნდის ძირითადი ბირთვი ვერ შევინარჩუნეთ, მაგრამ რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელთან (მათ შორის ლეგიონერები) ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და მალე ყველაფერი გაირკვევა.

როგორ ფიქრობთ, არსებული რეალობიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე, რა იქნება მომავალ სეზონში “სამტრედიას” მიზანი?

წინასწარ გეგმებზე საუბარი ძალიან რთულია. “სამტრედია” ამბიციური გუნდია და მომთხოვნი გულშემატკივრები ჰყავს, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. წელს, ჩვენი პროგრამა მინიმუმი ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება, მაგრამ გულშემატკივრებს ვპირდები “სამტრედია” ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებს და თავს არ დაზოგავს.

თქვენი ბოლო კლუბი უკრაინული “ლვივი” იყო, რომელშიც თქვენი სამწვრთნელო კარიერა არცთუ წარმატებული გამოდგა…

არ მიყვარს წარსულზე საუბარი. “ლვივში” მართალია არცთუ წარმატებული იყო ჩვენი მუშაობა, მაგრამ ამ კლუბში უდიდესი სამწვრთნელო და პიროვნული გამოცდილება მივიღე. ჩემი თვალით ვნახე უკრაინის ჩემპიონატი. სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონატს იმ დონემდე ბევრი აკლია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხაბიბ ნურმაგომედოვი: დაბრუნებას არ ვაპირებ, გამოავლინეთ ახალი ჩემპიონი

ბექა გიგაშვილმა “ტულონთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა