in ,

ცეცაძე სამტრედიაში დაბრუნდა

საფეხბურთო კლუბ “სამტრედიას” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. უფრო სწორად, კარგად დავიწყებული ძველი. ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ “სამტრედიას” მომავალ სეზონში გიორგი ცეცაძე უხელმძღვანელებს. შესაბამისად, იმერლები გიორგი მიქაძემ დატოვა. გუნდში ასევე დაბრუნდა გენერალური სპონსორი “არქი ჯგუდი”, თუმცა მომავალ სეზონში სამტრედიელთა ბიუჯეტი გაცილებით მწირი იქნება.

შეგახსენებთ, “სამტრედია” ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ სავარჯიშო პროცესი არ დაუწყია, არადა ჩემპიონატის განახლებამდე 17 დღეა დარჩენილი.

“სამტრედიამ” ეროვნული ლიგის განვლილ სეზონში მეშვიდე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება გიორგი ცეცაძეს. ის “სამტრედიას” 2015-2017 წლებში ხელმძღვანელობდა და ამ დროის განმავლობაში “სამტრედია” საქართველოს ჩემპიონი და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული გახდა. იმერული გუნდიდან წასვლის შემდეგ, 46 წლის სპეციალისტი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ბოლოს კი უკრაინულ “ლვივს” წვრთნიდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა პირველი გოლი გაიტანა და მეორე დღესვე 250 ათასანი სპორტქარი იყიდა

რეკორდი განახლებულია: 44 წლის ფეხბურთელი 30-ე გუნდში მივიდა