საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” 19 წლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ქართულ სპორტულ სამყაროში ყველაზე დიდი სასაუბრო თემაა. ხვიჩასი საქართველოში ბევრს ეიმედება და იგი საქართველოს 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
ყაზანის “რუბინი” ამჯერად ანთალიაში, დაბა ბელეკში იმყოფება, სადაც ზამთრის შეკრებას მართავს. შეკრებაზე ყაზანელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ჟურნალისტებთან ხვიჩას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასნაირი ტალანტი ქართულ ფეხბურთში დიდი ხანია არ ყოფილა.
“მუშაობა მიწევს საქართველოს ალბათ საუკეთესო ტალანტთან ბოლო წლების განმავლობაში. ნებისმიერ შემთხვევაში ჩემზე დიდი პასუხისმგებლობაა. საქართველოში კვარაცხელიასი ბევრს სჯერა, ავტომატურად, მათ ჩემიც სჯერათ. მე ვცდილობ ყველაფერი გავაკეთეო მისი განვითარებისთვის”, – ამბობს ლეონიდ სლუცკი
GIPHY App Key not set. Please check settings