გოგა ბითაძის კარგი მატჩი საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). გოგას “ინდიანა პეისერსი” დასავლეთ კონფერენციის ლიდერს “იუტა ჯაზს” დაუპირისპირდა და 95:103 დამარცხდა.
21 წლის ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 15 წუთი და 19 წამი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 5 მოხსნა, 1 დაფარება მოაგროვა. გოგა ბითაძემ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო. მატჩში განსაკუთრებით გამოსარჩევია მისი ეფექტური ჩატენვა.
“პეისერსისგან” საუკეთესო მაჩვენებელი დომანტას საბონისს ჰქონდა. ლიეტუველი კალათბურთელის ანგარიშზე 20 ქულა, 9 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა იყო.
GIPHY App Key not set. Please check settings