in

უელსის ნაკრების ექს-კაპიტანი: საქართველო პროგრესირებს, იტალია კი ვერაფერს აჩვენებს

უელსური და მსოფლიო რაგბის ლეგენდამ “დრაკონების” ექს–კაპიტანმა სემ უორბარტონმა BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში “ექვსი ერში” გავარდნა–შემოსვლის სისტემის ამოქმედებაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ საქართველოს ნაკრებს შანსი უნდა მიეცეს.

“ბოლო წლებიდან გამომდინარე, იტალიის ნაკრები “6 ერში” აღარ არის კონკურენტუნარიანი გუნდი. ჩემი პირადი აზრია, რომ ტურნირზე გავარდნა–შემოსვლის სისტემა უნდა ამოქმედდეს.

მაგალითად, წელს რანგით მეორე სანაკრებო ტურნირი საქართველომ მოიგო. იტალიამ კი, ყველა წააგო. შესაბამისად, იტალიასა და საქართველოს შორის პლეი-ოფის მატჩი უნდა გაიმართოს, რომელში გამარჯვებულიც “6 ერში” ითამაშებს. ამით მსოფლიო რაგბის გეოგრაფია და კონკურენციაც უფრო გაიზრდება. არ შეიძლება საქართველოს ნაკრებს ბოლო წლებში განხორციელებული პროგრესი არ დავუფასოთ”, – ამბობს სემ უორბარტონი.

გასულ უქმეებზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 16:7 დაამარცხა და 2020 წლის “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” გამარჯვებული გახდა. იტალია კი “სტადიო ოლიმპიკოზე” საფრანგეთთან 10:50 განადგურდა და “6 ერის” გათამაშებაში, ზედიზედ 24-ე შეხვედრა წააგო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: გოგა ბითაძის ეფექტური ჩატენვა “იუტასთან” – “ინდიანამ” ისევ წააგო

მესიმ ესპანეთში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა – ლა ლიგა ფაქტებში