in

ავსტრალიელი ჟურნალისტი: საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს 6 ერის წევრი

ბოლო წლებში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები “რაგბი ევროპას” ძალიან დამაჯერებლად, მატჩის წაუგებლად იგებს. არ წყდება საუბრები, რომ ჩვენს 6 ერში მოხვედრას და შანსს ვიმსახურებთ, მაგრამ მსოფლიო რაგბის ბოსები ამ დრომდე არაფერს აკეთებენ.

მეორე დონის სარაგბო ქვეყნების და მათ შორის საქართველოს შესახებ ავსტრალიური რაგბის მიმომხილველი ნიკ ვასილიევი საუბრობს. იგი ამბობს, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 6 ერში თამაშს იმსახურებს და ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.

“მეორე დონის ნაკრებებიდან რამდენიმე კიდევ უფრო უკეთ ითამაშებს, თუკი მათ ძლიერ მეტოქეებთან რეგულარულად დაპირისპირების საშუალება მიეცემათ. ბოლო მსოფლიოს თასზე ჩვენ ვნახეთ, რომ ურუგვაიმ ფიჯი დაამარცხა, 2015-ში კი იაპონიამ სამხრეთ აფრიკას სძლია. უბრალოდ, ამ ქვეყნებმა შიდა ჩემპიონატები უნდა განავითარონ, რათა კიდევ უფრო პროფესიონალურ დონეზე ავიდნენ. გასაგებია, რომ ეს მხოლოდ დიდი ინვესტიციების ჩადების შემთხვევაში მოხდება, როგორც ეს იაპონიასა და აშშ-შია, ამასთან, საჭიროა, ძლიერი უცხოელი სპეციალისტების მიწვევა და არგენტინული ხაგუარესის მსგავსი ფრანჩიზის შექმნა. საქართველოს შემთხვევაში, გვყავს ნიჭიერი მორაგბეები და რაგბის განვითარებაში სახელმწიფოც აქტიურადაა ჩართული. ამდენად, ევროპულმა რაგბმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ისინი 6 ერის დონეზე გაიყვანოს. ვფიქრობ, ქართულ რაგბს საკმარისი რაოდენობის პროფესიონალი მწვრთნელები აკლია, მათ შორის, ადგილობრივები და ასევე – ძლიერი შიდა ჩემპიონატი. ჩემი აზრით, საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს 6 ერის მონაწილე მომავალი 5-10 წლის განმავლობაში. მათ მეტი ზრდის საშუალება უნდა მივცეთ. საქართველოს ნაკრებმა იტალია უნდა დაამარცხოს და როგორც კი ეს მოხდება, მათ წინაშე ახალი შესაძლებლობები გაიხსნება”, – წერს ნიკ ვასილიევი.

სკოტები საქართველოში 17 დებიუტანტით და მთავარი მწვრთნელის გარეშე მოდიან

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: იტალიამ განაცხადის წარდგენისას ნამდვილი შოუ მოაწყო – ფეხბურთელები მღერიან

თურქეთის ნაკრების განაცხადი