in

ვიდეო: გოგამ NBA-ის დაწყებამდე ბოლო მატჩი ითამაშა – 15 წუთი და 9 ქულა

მალე NBA-ს ახალი სეზონი აიღებს სტარტს. მანამდე კი “ინდიანა პეისერსმა“ ბოლო საკონტროლო შეხვედრა გამართა. გოგა ბითაძის გუნდმა „ჰიუსტონ როკეტსს“ უმასპინძლა და 114:122 დამარცხდა.

ბითაძემ 15:08 წუთი ითამაშა. ჩვენიანის ანგარიშზე 9 ქულა, 3 მოხსნა (1 შეტევაში) და 3 პასია. გოგამ 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი ერთხელ ააცილა. ბითაძეზე მარტო ერთი ჯარიმაა.

მომდევნო მატჩი უკვე ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონისაა: 20 ოქტომბერს “ინდიანა” „ვაშინგტონ ვიზარდსს“ დაუპირისპირდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო ევროპას თბილისში ითამაშებს: წილისყრა 18 ოქტომბერსაა

Golden Boy 2022-ის საფინალო სია ცნობილია: უკვე ვარსკვლავებიც არიან