in ,

საქართველო ევროპას თბილისში ითამაშებს: წილისყრა 18 ოქტომბერსაა

2023 წლის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. წილისყრა 18 ოქტომბერს ბუქარესტში ჩატარდება. თუმცა ჯერ საბოლოოდ არ არის ცნობილი მონაწილეთა ვინაობა, რადგან პლეი-ოფის 4 გამარჯვებული 27 სექტემბერს გაირკვევა. ფინალური ეტაპზე 16 გუნდი იქნება, რომლებიც 4 ჯგუფად დაიყოფიან. ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გავა. ფინალური ტურნირი 2023 წლის ივნის-ივლისშია.

წილისყრისას ტურნირის მასპინძლები საქართველო და რუმინეთი A და B ჯგუფებში პირველ პოზიციებზე განთავსდებიან. მონაწილეები ოთხ კალათაში რეიტინგის მიხედვით დაიყოფიან.

I კალათა
ესპანეთი, პორტუგალია, გერმანია (მოქმედი ჩემპიონი), საფრანგეთი

II კალათა
ნიდერლანდები, ინგლისი, იტალია, რუმინეთი (B1)

III კალათა
ხორვატია, შვეიცარია, ბელგია, ჩეხეთი

IV კალათა
უკრაინა, ნორვეგია, ისრაელი, საქართველო (A1)

შესაბამისად, ჩვენს და რუმინელების ჯგუფში მეორე და მეოთხე კალათის სხვა გუნდების რიგი რომ მოვა, A და B ჯგუფებში ვერ მოხვდებიან.

საქართველოდან ტურნირს 4 სტადიონი უმასპინძლებს:

ბათუმი, „აჭარაბეთ არენა“: C ჯგუფის 3 მატჩი, ნახევარფინალი, ფინალი.
ქუთაისი, „რამაზ შენგელია”: C ჯგუფის 3 მატჩი, მეოთხედფინალი.
თბილისი, „მიხეილ მესხი“: A ჯგუფის 3 მატჩი, მეოთხედფინალი.
თბილისი, „ბორის პაიჭაძე“: A ჯგუფის 3 მატჩი (საქართველოს ნაკრების მონაწილეობით).

ჯგუფი A / ჯგუფი B: 21, 24, 27 ივნისი
ჯგუფი C / ჯგუფი D: 22, 25, 28 ივნისი

მეოთხედფინალი: 1 და 2 ივლისი
(1/4 ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან A და C ჯგუფების, ასევე B და D ჯგუფების გუნდები).
ნახევარფინალი: 5 ივლისი

ფინალი: 8 ივლისი

ეს ევროპის ჩემპიონატი 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციოც გამოდის. მასპინძელი საფრანგეთის გარდა, მომავალ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ევროპა კიდევ სამ გუნდს წარადგენს: ახალგაზრდული ევრო 2023-ის სამ საუკეთესო ნაკრებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყატარში მთვრალ ფანებს გამოაფხიზლებენ: ლგბტ ფანებს დროშის ფრიალის უფლება ექნებათ

ვიდეო: გოგამ NBA-ის დაწყებამდე ბოლო მატჩი ითამაშა – 15 წუთი და 9 ქულა