in ,

რუსული ვებგვერდი: კვარაცხელია იმ ხუთ ფეხბურთელშია, რომლებიც ზამთარში რუსეთს დატოვებენ

რუსული სპორტული ვებგვერდი Sportkp.ru იმ ხუთი ფეხბურთელის სიას აქვეყნებს, რომლებიც იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას რუსეთის პრემიერლიგის დატოვების მთავარი კანდიდატები არიან.

მათ შორის, პირველ ადგილზე საქართველოს ნაკრების და ყაზანის “რუბინის” შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაა. ინგლისური Football insider-ის მიხედვით, ხვიჩას შეძენა ინგლისურ “ტოტენჰემს”, “ვესტ ჰემს” და “საუთჰემპტონს” სურს.

აღნიშნული წყაროს ცნობითვე, “ვესტ ჰემმა” “რუბინისგან” კვარაცხელიას მონაცემები გამოითხოვა და ყაზანელები ქართველი ტალანტის სანაცვლოდ 13 მილიონ გირვანქას ითხოვენ. ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში “რუბინის” მაისურით 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული (1 გოლი, 3 პასი).

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ არის სახლში ყველაზე კარგი: ევროპის ტოპ კლუბებში ყველაზე მაგარი ტოპ კლუბი არ არის

ფანებმა თქვეს: სალაჰი