in

ნეთფლიქსის ადვოკატმა აღიარა, რომ ნონა გაფრინდაშვილის შესახებ სიმართლე იცოდა: ნონას ადვოკატი

დღეს, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” საქმეზე “ნონა გაფრინდაშვილი ნეთფლიქსის წინააღმდეგ” ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატმა პრესკონფერენცია გამართა.

ადვოკატ მაია მწარიაშვილის თქმით, პროცესზე, რომელსაც ქართული მხარე დისტანციურად დაესწრო, “ლაზიერის გამბიტის” სცენარისტი ფრენკ სკოტი გამოიკითხა. ასევე, ადვოკატების თქმით, “ნეთფლიქსმა” დაცვის მხარეს უარი უთხრა გარი კასპაროვის დაკითხვასთან დაკავშირებით.

“სკოტი იძულებული იყო სიმართლე ეღიარებინა, რომ მან ნონა გაფრინდაშვილის შესახებ სიმართლე იცოდა., რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნეთფლიქსმა ძალიან კარგად იცოდა ნონა გაფრინდაშვილის ისტორია”, – თქვა მაია მწარიაშვილმა.

ადვოკატის თქმით, “ნეთფლიქსის” შუამდგომლობაში არის ასეთი საკითხი, რომ “ლაზიერის გამბიტი” გამოგონილი, მხატვრული ფილმია, მაგრამ ამის საპასუხოს ჩვენც გვაქვს მთელი რიგი არგუმენტები.

გამოკითხვაზე ძალიან აირია ფრენკ სკოტი, უმრავლესი კითხვის პასუხად ამბობდა, რომ არ ახსოვს. გამოკითხვის პროცესში აქტიურად ერეოდნენ მისი ადვოკატები, ხან კონსულტაცია უნდოდათ, ხან კითხვის აცილება.

მან თქვა, რომ იცოდა, რომ ნონა გაფრინდაშვილი იყო რეალური ადამიანი. ჯერ თქვა, არ ვიცი, როდის გავიგეო. მერე თქვა, ვიღაცამ მითხრა, რომ რეალური ადამიანი იყოო. აირია ამ საკითხში. ჩვენ მის ამ გამოკითხვას საჩვენოდ ვიყენებთ”, – ამბობს მაია მწარიაშვილი.

მწარიაშვილმა მედიის წარმომადგენლებს გააცნო კომპანია “ნეთფლიქსის” საპასუხო შუამდგომლობაც, რომლის მიხედვით კომპანია არ მიიჩნევს, რომ ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევები და საქმის რეპუტაცია დააზიანა. ადვკოკატი ამბობს, რომ “ნეთფლიქსის” საპასუხო შუამდგომლობაში (შესაგებელი) წერია, რომ სერიალში თუ რაიმე შეცდომა არის გაპარული, ეს მხოლოდ ისაა დროში აცდენა გვაქვსო.

შეგახსენებთ, რომ ნონა გაფრინდაშვილმა ამერიკულ კომპანია “ნეთფლიქს” სექტემბერში უჩივლა. სარჩელი “ნეთფლიქსის” მიერ სერიალ ლაზიერის გამბიტის (The Queen’s Gambit) ფილანურ ეპიზოდში ნათქვამ წინადადებას ეხება. 

სერიალში ვისმენთ: 

ერთადერთი უჩვეულო რამ მის [ფილმის მთავარი გმირის] შემთხვევაში მისი სქესია. თუმცა, ის რუსეთშიე რთადერთი არ არის. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც მსოფლიოს ქალი ჩემპიონია, თუმცა არასდროს შეხვედრია მამაკაც მოჭადრაკეებს“. 

ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის მიხედვით, “ნეთფლიქსმა შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ იაფფასიანი და ცინიკური მიზეზით, რათა გაეზარდა დრამა და წარმოეჩინა, თითქოს გამოგონილ პერსონაჟს ისეთი რამის გაკეთება უწევს, რაც მანამდე არცერთ ქალს, მათ შორის, ნონა გაფრინდაშვილს, არ გაუკეთებია”

სარჩელში წერია, რომ 1968 წლისთვის, რომელიც აღწერილია ლაზიერის გამბიტის ეპიზოდში, გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები, სულ მცირე, 59 მამაკაც მოჭადრაკესთან, მათ შორის 10 დიდოსტატთან.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სამი ერთნაირი და მბაპეს გარეშე: ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდები

ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია