ეროვნული ლიგის მესამეადგილოსანი გორის “დილა”, რომელიც ზაფხულში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს, გაძლიერებას განაგრძობს.
უკვე გაუწყეთ, რომ გორელები უკრაინის პრემიერლიგიდან ბრაზილიელ შემტევ ალვარო ტავარეშს იმატებენ. ასევე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ანდრეი დემჩენკოს გუნდი გარუსებულ ქართველ მეკარეს 21 წლის გიორგი ნათაბაშვილს (189 სმ) დაიმატებს, რომელიც გასულ სეზონში ვლადიკავკაზის “ალანიას” ღირსებას იცავდა (მანამდე ვლადიკავკაზის “სპარტაკში” გამოდიოდა) და ამ გუნდის მაისურით 1 შეხვედრა ჩაატარა.
მოგეხსენებათ, “დილა” გუნდის ძირითადმა მეკარემ ლუკა გუგეშაშვილმა დატოვა, რომელიც კარიერას აზერბაიჯანულ “ყარაბაღში” გააგრძელებს.
GIPHY App Key not set. Please check settings