in ,

ვის შეხვდებიან ქართული გუნდები კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე

კონფერენს ლიგაზე 3 წარმომადგენელი გვყავს და აქედან, მხოლოდ თბილისის „დინამო“ იყო განთესილი, შესაბამისად, შედარებით იოლი მეტოქეც ერგო ესტონური „პაიდეს“ სახით. ესტონური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი მეტოქე ჩვენთვის მწარედ გასახსენებელი „არარატ არმენია“ იქნება, რომელმაც 3 წლის წინ „საბურთალო“ გამოთიშა ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდიდან.

ცნობილია, ვის შეხვდება ბათუმის დინამო სლოვანთან მარცხის შემთხვევაში კონფერენს ლიგაზე

ბათუმის დინამოს სავარაუდო მეტოქე მეორე ეტაპზე ცნობილია

3 წლის თავზე სომხურ გუნდში ბევრი არაფერი შეცვლილა. ისევ აურაცხელი რაოდენობის ლეგიონერები არაფრისმთქმელი წარსულით. 24 დან 16 მოთამაშე უცხოელია.

მოთამაშეთა ჯამური ღირებულება – 5.69 მილიონი ევრო.

გორის „დილას“ პირველ წრეში ფინური „კუპსი“ შეხვდება და წარმატების შემთხვევაში ლიტვურ „პანევიჟესსა“ და მოლდოვურ „მილსამის“ შორის უკეთესი. ისეთი მოცემულობაა, პირველი დაბრკოლება უფრო რთულად მოსჩანს, ვიდრე შემდეგი, რადგან „კუპსი“ პოტენციურ მეტოქეებზე ძლიერი გუნდია. შესაბამისად, გორელთათვის პირველი რაუნდის დაძლევა შეიძლება უფრო რთული აღმოჩნდეს.

„მილსამის“ ჯამური ღირებულება – 3.75 მილიონი ევრო;
„პანევიჟესის“ ჯამური ღირებულება – 3.49 მილიონი ევრო;
„კუპსის“ ჯამური ღირებულება – 5.89 მილიონი ევრო.

უმძიმეს ვითარებაშია „საბურთალო“. გუნდში არსებული ფინანსური პრობლემების გამო მთავარი მწვრთნელი ოთარ კორღალიძე წავიდა და წამყვანი მოთამაშეების საკითხშიც ბურუსია.

რაც შეეხება კონფერენს ლიგას. პირველ წრეში დედაქალაქური გუნდის მოწინააღმდეგე ტირანას „პარტიზანი“ იქნება, ხოლო მეორე ეტაპზე ბუქარესტის „სტიაუა“.

ალბანული ბარიერის დაძლევაც ურთულესი იქნება, შემდეგ კი 33 მილიონად შეფასებული რუმინელების ჯერია. მოკლედ, ვის ვის და „საბურთალოს“ არაფერში გაუმართლა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბუდუს ანკარა ეძახის: შედგება თუ არა თურქეთში ქართული დუეტი

რეალმა ვინისიუსს კონტრაქტი 2026 წლამდე გაუხანგრძლივა!