in ,

ცნობილია, ვის შეხვდება ბათუმის დინამო სლოვანთან მარცხის შემთხვევაში კონფერენს ლიგაზე

ახალი ფორმატის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხებული გუნდი არა ევროპა, არამედ კონფერენს ლიგაზე გადაერთვება. იმ შემთხვევაშუ თუ ქართული გუნდი „სლოვანის“ ბარიერს ვერ დაძლევს კონფერენს ლიგაზე „ყარაბახსა“ და „ლეხს“ შორის დამარცხებულს შეხვდება.

ბათუმის დინამოს სავარაუდო მეტოქე მეორე ეტაპზე ცნობილია

ალბათ, გაინტერესებთ, რატომ ასეთი ძლიერი მეტოქე? მიზეზი მარტივია: ჩემპიონთა ლიგიდან გადასული გუნდი გზად, მხოლოდ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნილებს გაეჯიბრება, შესაბამისად, ბათუმური გუნდისათვის კონფერენს ლიგის ჯგუფში შესვლა რთული ამბავი იქნება.

„ყარაბახი“ – ბოლო დეკადის საუკეთესო გუნდი აზერბაიჯანში. ძალიან დიდი ბიუჯეტით და მშვენიერი ლეგიონერებით.

მთავარი მწვრთნელი ყურბან ყურბანოვი გუნდში 2008! წლიდან მუშაობს.

წარმოიდგინეთ, ბოლო 14 წელიწადში საქართველოს ნაკრებმა რამდენი მწვრთნელი შეცვალა და ყურბანოვი მუდმივად „ყარაბახშია“.

გუნდმა 5 წლისწინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც კი იასპარეზა! სეზონი არ გავა, რომ ყურბანოვის გუნდმა რომელიმე ევროტურნირის ჯგუფში არ ითამაშოს.

გასული სეზონი გუნდმა კონფერენს ლიგის ჯგუფში მეორე პოზიცია დაასრულა და 1/16 ფინალში გასასვლელად „მარსელთან“ დამარცხდა.

უქართველოდ არც „ყარაბახია“. ლუკა გუგეშაშვილი მაჰამადალიევის კონკურენტია, მაგრამ წუთებს იღებს.

ზღვა რაოდენობის ლეგიონერები. ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, ბრაზილიიდან და კოლუმბიიდან. თანაც, არ გეგონოთ, რომ ეს ფეხბურთელები სამოყვარულო დონიდან წამოიყვანეს. მაგალითად აბდელაჰ სუბირი ლიგა 1-ში მოთამაშე „ტულუზადან“ შეიძინეს.

რაც შეეხება პოლონეთის ჩემპიონ „ლეხს“:

წარსულში პოზნანური გუნდი 8 ჯერ გახდა პოლონეთის ჩემპიონი. სასიამოვნოა, რომ ნიკა კვეკვესკირი გუნდის შეუცვლელი წევრია. გეტყვით, რომ „ლეხის“ მოთამაშეთა ჯამური ღირებულება 45 მილიონი ევროა, რაც ლამის 4 ჯერ აღემატება „ყარაბახისას“.

გუნდში 15! ლეგიონერია. აბსოლუტურ უმრავლესობას კარიერის მანძილზე ტოპ ჩემპიონატში აქვს ნათამაშები. ჰყავთ შვედეთის ორი, სლოვაკეთის, ჩეხეთისა და ნორვეგიის ნაკრების ფეხბურთელები.

მოკლედ, „ყარაბახი“ იქნება თუ „ლეხი“ ვერცერთზე ვიტყვით „სლოვანზე“ სუსტიაო (თუ უფრო ძლიერი არა), შესაბამისად პირველი რაუნდის დაძლევა საციცოხლოდ მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ამ შემთხვევაში კონფერენს ლიგის პლეი ოფში თამაში განაღდებულია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბათუმის დინამოს სავარაუდო მეტოქე მეორე ეტაპზე ცნობილია

ბუდუს ანკარა ეძახის: შედგება თუ არა თურქეთში ქართული დუეტი