in ,

დილა უკრაინაში მოთამაშე ბრაზილიელ შემტევს იმატებს

Crystalbet ეროვნული ლიგის მესამეადგილოსანი გორის “დილა”, რომელმაც ზაფხულში საქართველოს ღირსება კონფერენს ლიგაზე უნდა დაიცვას, გაძლიერებას განაგრძობს.

გავრცელებული ინფორმაციით, გორელები უკრაინის პრემიერლიგაში მოთამაშე შემტევის ალვარო ტავარეშს იმატებენ. 26 წლის ტავარეში ბოლოს უკრაინული “ლვოვის” ღირსებას იცავდა და მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა. ლვოვში ტავარესი 2018 წელს ბრაზილიური მონტე აზულიდან გადავიდა.

2020 წელს ის იჯარის წესით აზერბაიჯანულ “კეშლაში” გადავიდა, რომლის მაისურითაც მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი უკრაინაში დაბრუნდა.

Transfermarkt-ზე ბრაზილიელი ნახევარმცველი 400 ათას ევროდაა შეფასებული.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საუკეთესო მოგება ბოლო წამის გოლია: პეპის 500 ქულა – XXIII ტური

შევჩენკო და პოლონეთი გამოვიდა: უკრაინელს რუსეთთან ომი ელოდება