ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე ინგლისურ “ჰალ სიტის” ძალიან მალე ოფიციალურად ჩაიბარებს.
ბრიტანული hulldailymail ინფორმაციას თურქ ჟურნალისტ იაღიზ საბუნჯუოღლუზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი ინფორმაციით, “ვეფხვები” გრანტ მაკკენს დღეს ოფიციალურად გაათავისუფლებენ, არველაძე კი, ინგლისში უახლოეს საათებში ჩავა.
როგორც საიტი წერს, არველაძე “ჰალ სიტის” მწვრთნელი ოფიციალურად კვირის ბოლომდე გახდება.
GIPHY App Key not set. Please check settings