in

ჯოკოვიჩი დეპორტაციის გასაჩივრებამდე დააკავეს: ათამაშებენ თუ არა ნოლეს ავსტრალიაში

ავსტრალიაში, სასამართლო სხდომის წინ, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ისევ დააკავეს. სერბს დეპორტაცია ემუქრება. მას შემდეგ, რაც მისი ვიზა მეორედ გაუქმდა, მთავრობამ 34 წლის სერბს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხე უწოდა, რასაც სპორტსმენის ადვოკატებმა “არაგონივრული“ გადაწყვეტილება უწოდეს.

ჯოკოვიჩს ვიზა პირველად მელბურნში ჩასვლისთანავე, 6 იანვარს გაუუქმდა. სასაზღვრო პოლიციის განცხადებით, სერბმა ვარსკვლავმა ვერ წარმოადგინა ვაქცინაზე შესაბამისი მტკიცებულება.
ჩოგბურთელი რამდენიმე დღის განმავლობაში საიმიგრაციო სასტუმროში იყო დაკავებული, მანამდე მოსამართლემ ვიზა აღუდგინა, რომელმაც მისი გათავისუფლება ბრძანა და დაადგინა, რომ საზღვარზე პროცედურა უგულვებელჰყვეს. თუმცა პარასკევ საღამოს, იმიგრაციის მინისტრმა ალექს ჰოუკმა კიდევ ერთხელ გააუქმა ჯოკოვიჩის ვიზა. ავსტრალიის მიგრაციის აქტი საშუალებას იძლევა დეპორტაცია გაუკეთონ ყველას, ვიზეც მიიჩნევენ, რომ პოტენციურ რისკს წარმოადგენს.

ჯოკოვიჩმა სასამართლო მოიგო: ნოლე ავსტრალიის ღია პირველობაზე იქნება

ჯოკოვიჩი ისევ დააკავეს: ემიგრაციის მინისტრი ნოლეს ვიზის გაუქმებას გეგმავს

საბოლოო მოსმენა ხვალ, კვირას, ადგილობრივი დროით 09:30 საათზეა ჩანიშნული. თუ მოსმენა სპორტსმენის სასარგებლოდ დასრულდა, მას უკვე რამდენიმე საათში თამაშის საშუალება ექნება, მაგრამ თუ საჩივარს წააგებს, მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელს დეპორტაცია ემუქრება.

Netflix ჯოკოვიჩის ავსტრალიურ დრამაზე სერიალს იღებს

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველაზე დამამცირებელი გოლები

დარჩებიან თუ წავლენ: მბაპეს დაყოლიებას ცდილობენ, ჰაალანდს დაეძაბა – სატრანსფერო ამბები