in

დარჩებიან თუ წავლენ: მბაპეს დაყოლიებას ცდილობენ, ჰაალანდს დაეძაბა – სატრანსფერო ამბები

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ისეთი დატვირთული არ არის ხოლმე, როგორც ზაფხულის, მაგრამ ახლა ორი გამორჩეული ფეხბურთელის ბედი შეიძლება გადაწყდეს: პარიზელები ცდილობენ მბაპე დარჩენაზე დაიყოლიონ, ხოლო ჰაალანდისა და დორტმუნდის “ბორუსიას” ურთიერთობაში გარკვეული ბზარი ჩნდება – ფეხბურთელი ამბობს, ჩემზე ზეწოლა ხდებაო, კლუბი კი უარყოფს. ისიც დაიწერა, ნორვეგიელმა თავის აგენტს, მინო რაიოლას დაავალა “რეალთან” შეთანხმდიო.
მოკლედ, ბოლო სატრანსფერო ჭორები ასეთია:

23 წლის კილიან მბაპე პსჟ-სთან ახალ, ხანმოკლე კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ერლინგ ჰალანდი ამბობს, რომ დორტმუნდის “ბორუსია” მასზე ზეწოლას ახდენს, რათა გადაწყვეტილება მიიღოს. 21 წლის ნორვეგიელ თავდამსხმელს ევროპის მასშტაბით უამრავ კლუბს უკავშირებენ.

“ფიორენტინა” ახლოსაა “არსენალისგან” 58 მილიონი ფუნტის შეთავაზება მიოღოს, სერბი თავდამსხმელის დუშან ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ.

მიუნხენის “ბაიერნი” და “ბარსელონა” დაინტერესებული არიან “ჩელსის” დანიელი მცველის, 25 წლის ანდრეას კრისტენსენის შეძენით, რომელსაც კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

“მანჩესტერი” ზაფხულში მწვრთნელის შეცვლას ფიქრობს და “ინტერის” თავკაც სიმონე ინძაგის დაუკავშირდა. ინძაგი “ატლეტიკოსაც” სურს, ხოლო თავად “ინტერი” მწვრთნელის დასატოვებლად ხელფასის გაორმაგებას აპირებს.

“ბარსელონა” მზადაა გუნდიდან ამერიკელი ფეხბურთელი სერჯ დესტი გაუშვას, რათა ახალი თავდამსხმელისთვის ფული გამოათავისუფლოს. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს “ჩელსი” და “ბაიერნი” იჩენენ.

“ტოტენჰემმა” 25 წლის ადამა ტრაორეს სანაცვლოდ “ვულვზს” ოთხი ფეხბურთელი შესთავაზა.

“ინტერი“ განიხილავს დიბალას გადაყვანას თავისუფალ აგენტად. არგენტინელს 5-წლიან კონტრაქტს შეთავაზებენ 7.5 მლნ ევროს ჯამაგირით.

პოგბას ძალიან უნდა პსჟ-ში წასვლა. პარიზელები სიტუაციას აკვირდებიან.

ვინისიუსი პეპ გვარდიოლას სჭირდება. „სიტის“ მწვრთნელს ახალი თავდამსხმელი უნდა ფერან ტორესის წასვლის შემდეგ. პეპი უკვე დაუკავშირდა ბრაზილიელის აგენტებს.

MLS-ის „რეალ სოლტ ლეიკმა“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა 14 წლის აკსელ კეისთან. მოზარდი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი აშშ-ს ისტორიაში, რომელმაც პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. მან ლეგენდარული ფრედი ადუს რეკორდი გააუმჯობესა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯოკოვიჩი დეპორტაციის გასაჩივრებამდე დააკავეს: ათამაშებენ თუ არა ნოლეს ავსტრალიაში

ჯენოამ შევჩენკო გაუშვა