in

ვიდეო, ფოტო: პსჟ-ს ფეხბურთელმა უსახლკაროები გამოკვება, ბაიერნი ბილეთებს აღარ დაბეჭდავს, მბაპე კოჭლობდაო – ამბები მოკლედ

„ვალენსიამ“ მწვრთნელი ხავი გრასია გააგდო. გუნდი ლა ლიგაში მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 6 ქულით უსწრებს.

„რეალის“ ფრანგი მცველი რაფაელ ვარანი ტრავმის გამო ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალს გამოტოვებს „ჩელსისთან“.

„ბაიერნი“ აპირებს შეწყვიტოს ბილეთების ქაღალდის და პლატიკის ფორმით რეალიზაცია. მიზეზი ეკოლოგიურობა, რესურსების დაცვა და გამონაბოლქვის შემცირებაზე ზრუნვაა.

დორტმუნდის „ბორუსია“ მზადაა ჯეიდონ სანჩო 90 მლნ ევროდ გაყიდოს.

„ტოტენჰემი“ დაინტერესებულია „კორინთიანსის“ 18 წლის ფორვარდით როდრიგოთი.

„ვესტ ჰემი“ არ არის მზად აბრაჰამის სანაცვლოდ 50 მლნ ევროზე მეტი გადაიხადოს.

რომელო ლუკაკუ „ინტერის“ ჩემპიონობას კარიერის საუკეთესო მომენტად მიიჩნევს.

პსჟ-ს ფორვარდმა მოიზე კინმა პარიზში უსახლკარო მიგრანტებს საკვები დაურიგა. 21 წლის ფეხბურთელი პარიზის ჩრდილოეთ გარეუბან პორტ-დე-ლა-შაპელის რაიონში მივიდა.

სინგაპურის მცხოვრებმა „ბრაიტონის“ ფეხბურთელ ნილ მოპეს მოკვლით დაემუქრა. დერეკ დე რენი მუქარას ინსტაგრამით აგზავნიდა გასულ წელს „არსენალისა“ და „ბრაიტონის“ მატჩის შემდეგ. მაშინ მოპემ „არსენალის“ მეკარე ბერნდ ლენოს ტრავმა მიაყენა.
19 წლის დერეკი წერდა: „გგონია, არაფერი მოგივა ლენოს ტრავმის გამო? არაფრის დიდებით ძმაო. კარგი სანახავი იქნება, როგორ იგრძნობ ტკივილს, როდესაც შენი ახლობლები დაიტანჯებიან“.
დერეკს კანონმდებლობის თანახმად ბრალი წაუყენეს.

კილიან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მატჩზე მანჩესტერში გაფრინდა. პარიზის აეროპორტთან ის ვიდეოზე გადაიღეს – ფეხბურთელი კოჭლობდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო გავრცელდა, სადაც ატლეტიკოს ფეხბურთელები წვეულებაზე სიგარეტს ეწევიან: ობლაკმა განმარტა

ხვიჩა აპრილშიც საუკეთესოა