საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმის “დინამო” ახალი სეზონისთვის სერიოზულად ემზადება. ბათუმელებს ტიტულის შენარჩუნება სურთ.
აჭარული კლუბი სეზონის წინ თურქეთში ორ შეკრებას – ანთალიასა და ბელეკში გაივლის. გია გეგუჩაძის გუნდი თურქეთში 8 სპარინგმატჩს გამართავს.
ქართველი ქომაგთათვის ყველაზე მეტად საინტერესო ისაა, რომ საქართველოს ჩემპიონი თურქულ შეკრებაზე ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინს” დაუპირისპირდება. ასე რომ, ქართული ფეხბურთის იმედს დიდი ალბათობით საქართველოს ჩემპიონის წინააღმდეგ თამაში მოუწევს.
აღნიშნული ინფორმაცია აჭარული კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ “აჭარასპორტთან” დაადასტურა.
“რუბინის” გარდა, ბათუმის “დინამო” შეკრებაზე: ნიკა კვეკვესკირის “ლეხ პოზნანს”, “ლეხ გდანსკის” და ბელგრადის “პარტიზანს” შეხვდება. დანარჩენი სპარინგპარტნიორები ჯერჯერობით უცნობია.
GIPHY App Key not set. Please check settings