გიორგი მიქაუტაძის “სერენს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. მიქაუტაძის გუნდმა ბელგიის იუპილერ ლიგაში ზედიზედ 5 მატჩი წააგო და 19 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.
სწორედ ასეთი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო “სერენის” ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელი დაითხოვა და უკვე ახალიც მოძებნეს.
‘სერენს” ფრანგი იან-ლუის გარსია გაწვრთნის. ფრანგმა დამრიგებელმა კლუბთან 18-თვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ფრანგი სპეციალისტი სხვადასხვა დროს „ანჟერში“, „ტრუაში“, „ნანსიში“, და „ბორდოში“ მუშაობდა. საფეხბურთო კარიერის განმავლობაში კი „მონაკოში“ უთამაშია. გარსიამ ასისტენტად ლუის მანუელ ნოგიერა დანიშნა.
GIPHY App Key not set. Please check settings