in ,

რუსული გამოცემა: კვარაცხელიამ უსიამოვნოდ გაგვაკვირვა

რუსულმა სპორტულმა გამოცემამ Realnoe Vremya-მ ვრცელ სტატიაში 2021 წელი შეაჯამა და იმ სპორტსმენებზე ამახვილებს ყურადღებაც, რომლებმაც გასულ წელს ყველა გაარკვიევეს. მათ შორის საუბარი საქართველოს ნაკრების და ყაზანის “რუბინის” ქართველ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზეცაა.

“ჩვენს სტატიაში ის სპორტსმენებიც მოხვდნენ, რომლებმაც უსიამოვნოდ გაგვაკვირვეს. ერთ-ერთი მათგანი ყაზანის “რუბინის” ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელზეც წინა სეზონის გამო დიდი ავანსები იყო გაცემული, მაგრამ მიმდინარე სეზონში ის თავის თავს არ გავს და მასზე გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს.

2021 წლის პირველ ნახევარში კვარაცხელიამ მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო/ 2020/21 წლების სეზონში ხვიჩამ 23 შეხვედრაში 4 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა. იგი თამაშს საკუთარ თავზე იღებდა, მარცხენა ფლანგიდან სოლორეიდებს ახორციელებდა და მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა, რომელთა წყალობითაც რუბინმა მეოთხე ადგილის დაკავება შეძლო.

პრობლემები ახალი სეზონის სტარტამდე დაიწყო, როცა მის გარშემო ბევრი ჭორი გავრცელდა. იწერებოდა, თითქოს მისით ინგლისში, ესპანეთსა და იტალიაში დაინტერესდნენ. იყო საუბარი, რომ სადაცაა ტოტენჰემი მის ტრანსფერს გაჩარხავდა და მილანი და იუვენტუსი ჩეკებს ამზადებდნენ. ასეთი შემთხვევებისას, ფეხბურთში ჩართული ადამიანები სწრაფად ხვდებიან საქმე რასთან აქვთ და შესაძლოა, ეს ყველაფერი ხვიჩას აგენტის „თამაში“ ყოფილიყო. ამ გადაჭარბებულმა ინტერესმა კვარაცხელიაზე დამღუპველი გავლენა მოახდინა. “-წერს რუსული გამოცემა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სანაძემ ადრიატიკის ლიგაზე 12 ქულა ჩააგდო, მაგრამ ბორაცი ბოსნიელებთან დამარცხდა

მიქაუტაძის სერენს ფრანგი გაწვრთნის