in ,

ვიდეო: გიორგი მამარდაშვილის სეივი ლა ლიგის წლის TOP 10-ში

ესპანეთის ლა ლიგამ სოციალურ ქსელებში თავის ოფიციალურ გვერდებზე 2021 წლის TOP 10 სეივი გამოაქვეყნა.

წლის 10 საუკეთესო სეივს შორის კი, საქართველოს ნაკრების და ესპანური “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა. პირველი ტურის შეხვედრაში, “მესტალიაზე” “ხეტაფესთან” ქართველმა მეკარემ ლა ლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და ბოლო წუთზე ურთულესი ბურთის მოგერიებით თავის გუნდს სამი ქულა მოუპოვა. აღნიშნული სეივი ლა ლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო სეივად დასახელდა, მამარდაშვილი კი, პირველი ტურის საუკეთესო მეკარე გახდა.

ლა ლიგის 2021 წლის ტოპ 10 სეივი

გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” ზაფხულში შეუერთდა და “ღამურების” მაისურით 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

21 წლის ქართველი მეკარე, რომელიც თბილისის “დინამოს” საკუთრება იყო, ესპანურმა კლუბმა 202 წლის 31 დეკემბერს 850 000 ევროდ გამოისყიდა და 3+1 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. მამარდაშვილის ესპანური კლუბიდან გამოსასყიდი თანხა კი, 20 მილიონ ევროს შეადგენს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძის სერენს ფრანგი გაწვრთნის

ფრანგებმა მესი წლის სიმბოლურში არ შეიყვანეს, არც რონალდო