ხვიჩა კვარაცხელია ზამთარში პსჟ-მა 70 მილიონ ევროდ შეიძინა და უმალ გახდა ლუის ენრიკეს გუნდის წამყვანი ფიგურა. ჟურნალისტ დანიელ რიოლოს საშუალება ჰქონდა გასაუბრებოდა საქართველოს ნაკრების ფრანგ მწვრთნელ ვილი სანიოლს, რომელიც სასიამოვნოდ გაკვირვებულია მისი შეგირდის პსჟ-ში ასეთი სწრაფი ინტეგრაციით.
ფრანგმა ჟურნალისტმა თავის თანამემამულე მწვრთნელთან პსჟ-ს No7 განიხილა.
ეს მოხდა ორშაბათს საღამოს RMC Sport-ის პროგრამაში და დანიელ რიოლო მოყვა:
„უქმეებზე ვილი სანიოლს გადავეყარე და კვარაზე ვისაუბრეთ. მან მითხრა, რომ ეგონა ადაპტაციაზე ბევრად მეტი დრო დასჭირდებოდა. მაგრამ როდესაც გაქვს ასეთი თვისებები და უპირველესად ხასიათი… მან მითხრა, რომ ძალიან ძლიერ ადამიანთან გვაქვს საქმე“, – ამბობს რიოლო.
GIPHY App Key not set. Please check settings