in

გოგო ფეხბურთიდან გააგდეს, ის კი OnlyFans-ის ვარსკვლავი გახდა

სკანდალი 2020 წელს, ქალთა საფეხბურთო კლუბ „ჩარლტონში“ მოხდა. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომ განაპირა მცველი მადლენ რაითი საჭის მართვისას მიირთმევდა შამპანურს და ისუნთქავდა ჰელიუმს, რაც კლუბისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ფეხბურთელს არ აპატია და გაუშვა.

23 წლის უგუნდოდ დარჩენილმა ფეხბურთელმა ახალი კლუბის ძებნის ნაცვლად, OnlyFans სერვისზე გახსნა გვერდი, საიდანაც წელიწადში 600 ათას ევროს შოულობს.
თავიდან ფეხბურთელს ძალიან გაუჭირდა. ვიდეო ყველა ინგლისურ გაზეთში მოხვდა. მადლენი ყურადღების ცენტრში იყო, მაგრამ ფეხბურთზე საუბარი არავის უფიქრია. კლუბის გადაწყვეტილებამდე ის მთავარ მწვრთნელსაც ესაუბრა, მაგრამ გუნდში დარჩენა შეუძლებელი იყო.

„მე ახალგაზრდა და გათამამებული ვიყავი. მაშინ ვერ ვხვდებოდი რა ვითარებაში ვიყავი. ვერ მივხვდი, რა პასუხისმგებლობა იყო ეს. კლუბი იყო ოჯახი და მათმა გადაწყვეტილებამ გული დამწყვიტა“, – აღიარა რაითმა.

ფეხბურთის გარეშე და აფეთქებული ინსტაგრამი

სკანდალმა რაითი ტაბლოიდის ვარსკვლავად აქცია. მისი სოციალური ქსელები პოპულარობას იძენდა, განსაკუთრებით ინსტაგრამი – სულ რამდენიმე თვეში იგი 20-დან 200 ათას გამომწერამდე ავიდა.

„საკუთარ თავს ბევრს ვადანაშაულებდი, მაგრამ ამ ვიდეომ კარი სხვა დარგში გამიღო. მალე ტანსაცმლის ბრენდები დამიკავშირდნენ.
მაგრამ ხალხს ვძულდი სოციალურ ქსელებში. გუნდები არაფერს მთავაზობდნენ. შეგრძნება მქონდა, რომ საფეხბურთო სამყარომ შემიძულა. მაგრამ მე ახალი ვიპოვე“.

არაფერზე ნანობს: ან რა უნდა ინანოს, 600 ათას ევროს შოულობს

რეკლამის დამკვეთები იზრდებოდნენ და მადლენმაც შეტოპა. მან შექმნა გვერდი OnlyFans-ზე – სერვისი, სადაც ფულის სანაცვლოდ შესაძლებელია დახურული ფოტოების ნახვა. გამოწერა თითქმის 30 ევროა. გოგონამ მალევე მოიზიდა აუდიტორია.

„მთავარი მიზეზი რატომ არ უნდა გამეკეთებინა ეს, რეპუტაცი იყო. არასოდეს მსურდა მსგავს რაღაცეებთან დაკავშირება. ეს დიდი პრობლემა იყო. მაგრამ მოგვიანებით შევძელი სახლის ყიდვა და მივხვდი, რომ უნდა ჩაეჭიდო შესაძლებლობებს. მე მინდა ავაშენო იმპერია“.

რაითის თქმით, მან OnlyFans-ზე ერთ წელიწადში 600 ათასი ევრო იშოვა.

მადლენის გამომწერთა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.
23 წლის გოგო ფოტოებსა და ვიდეოებს აქვეყნებს ბიკინებში, ქვედა საცვლებსა და საფეხბურთო მაისურებში. რაითს მე-6 ადგილი უკავია OnlyFans-ის ვარსკვლავებს შორის.

მიუხედავად ინტერნეტში წარმატებისა, ის ჯერ კიდევ ოცნებობს ფეხბურთზე.

„არ მოვიტყუები, ამან ჩემი ცხოვრება შეცვალა. შემიძლია ვიმოგზაურო მთელ მსოფლიოში და დავტკბე ფუფუნებით. შეცდომებზე სწავლობ და მერე გვირაბის ბოლოს ხედავ სინათლეს. ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი: ყოველთვის შეგიძლია თავიდან დაიწყოთ. და მე ვაპირებ ამის გაკეთებას“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ილია დათუნაშვილი გარდაიცვალა

ოლიმპიური ოცნება ზეცაში წაიღო: ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა