in ,

ილია დათუნაშვილი გარდაიცვალა

84 წლის ასაკში ქართული ფეხბურთის და თბილისის “დინამოს” ლეგენდა, პირველი “ოქროს ბიჭების” თაობის წარმომადგენელი, თბილისის “დინამოს” საჩემპიონო “ოქროს მატჩში” უმნიშვნელოვანესი გოლის ავტორი ქართველი გულშემატკივრებისთვის უსაყვარლესი ფეხბურთელი ილია დათუნაშვილი გარდაიცვალა.

ლეგენდამ ფეხბურთის თამაში 1954 წელს დაიწყო ლანჩხუთის “კოლმეურნეში”. 1957–1958წწ. თამაშობდა ქუთაისის “ტორპედოში”; 1959–1968წწ. თბილისის “დინამოში”; უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ 220 მატჩში გაიტანა 47 გოლი;

1966 წლის 22 სექტემბერს მატჩში ერევნის “არარატის” წინააღმდეგ დაამყარა რეკორდი (23 წუთში გატანილი 5 გოლი), რისთვისაც დაჯილდოვდა გაზეთ “თბილისის” სპეციალური პრიზით “ოქროს ბუცი”.

ილია დათუნაშვილი ორჯერ იყო დასახელებული სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში; ასევე ის იყო სსრკ ჩემპიონატის მესამე ადგილი პრიზიორი (1962), სსრკ ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი (1966), სსრკ ჩემპიონატის მესამე ადგილის პრიზიორი (1967).

ჩვენი რედაქცია იზიარებს გარდაცვლილის ოჯახისა და მეგობრების მწუხარებას.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო:ვასიჩის გოლი Top 5-ში

გოგო ფეხბურთიდან გააგდეს, ის კი OnlyFans-ის ვარსკვლავი გახდა