in ,

ვიდეო:ვასიჩის გოლი Top 5-ში

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონი თბილისის დინამო გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტს ნოვი-ბელგრადს ესტუმრა და 7:19 დამარცხდა.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ეს დინამოს მეცხრე მატჩი და მეცხრე მარცხი იყო.

ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ტურის Top 5 გოლი გამოარჩია, რომელთა შორისაც ქართული გუნდის ლეგიონერის დუშან ვასიჩის გოლი მოხვდა.

გეტყვით იმასაც, რომ 18,19, 20 თებერვალს საწყლოსნო კომპლექსი ოლიმპიკი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების მეტოქეები: ბელარუსი, პოლონეთი და სლოვაკეთი იქნებიან. ფინალურ ეტაპზე ორი საუკეთესო გუნდი გადის.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წულუკიძის ჰეთ-თრიკი: 19 წლამდელებმა ისრაელი დაამარცხეს

ილია დათუნაშვილი გარდაიცვალა