in

ხვიჩას ლივერპული შეხვდა: ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალისტები დაწყვილდნენ

უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა და გუნდები 1/8 ფინალში დაწყვილდნენ. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს ურთულესი მეტოქე ეყოლებოდა და ბედმა წლევანდელი ლიგის ფავორიტად შერაცხული “ლივერპული” არგუნა.

1/8 ფინალი

პსჟ – ლივერპული
ბენფიკა – ბარსელონა
ეინდჰოვენი – არსენალი
ფეიენოორდი – ინტერი
რეალი – ატლეტიკო
ბაიერნი – ბაიერი
ბრიუგე – ასტონ ვილა
დორტმუნდი – ლილი

მატჩები 4-5 და 11-12 მარტს გაიმართება.

1/4 ფინალი

პსჟ/ლივერპული – ბრიუგე/ასტონ ვილა (1)
ეინდჰოვენი/არსენალი – რეალი/ატლეტიკო (2)
ბენფიკა/ბარსელონა – დორტმუნდი/ლილი (3)
ბაიერნი/ბაიერი – ფეიენოორდი/ინტერი (4)

1/2 ფინალი

მე-2 წყვილის გამარჯვებული – პირველი წყვილის გამარჯვებული
მე-3 წყვილის გამარჯვებული – მე-4 წყვილის გამარჯვებული

პლეი ოფის კალენდარი

1/4 ფინალი: 8/9 და 15/16 აპრილი
1/2 ფინალი: 29/30 აპრილი და 6/7 მაისი

ფინალს წელს მიუნხენი უმასპინძლებს. მატჩი „ალიანს არენაზე“ 31 მაისს ჩატარდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბაიერნმა 125 წლის იუბილეზე ბრწყინვალე კოლექცია გამოუშვა: ძველი ლეგენდები და ვარსკვლავები შეკრიბეს, ფანები კი მაღაზიას მიაწყდნენ – ფოტო

თბილისში ბარსელონას ლეგენდები მოდიან