in ,

ლიგა დალაგდა: სიკვდილის ჯგუფი და ქართველები გრანდების წინააღმდეგ

ჩემპიონთა ლიგის 2023-24 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. როგორც ხდება ხოლმე მივიღეთ სიკვდილის ჯგუფი (F), სადაც ოთხივე გუნდი ტოპ ჩემპიონატის წარმომადგენელია, ზოგან კი ნეიტრალური ქომაგისთვის ნაკლები ინტერესია.

წლევანდელ ლიგაზე 4 ქართველია. კვარაცხელიას თვით მადრიდის „რეალი“ შეხვდა, ხვიჩას საყვარელი გუნდის წინააღმდეგ მოუწევს თამაშიც და დამტკიცებაც, რომ ღირსია მადრიდულ გრანდში გადასვლის.

მეორე ესპანურ გრანდს „ბარსელონას“ შეხვდებიან „შახტარის“ განაპირა ქართველი მცველები – გოჩოლეიშვილი და აზაროვი, ხოლო ხოჭოლავას ერთბაშად ორ სუპერსტადიონზე მოუწევს (იმედია) გამოსვლა – მიუნხენში და მანჩესტერის „ილდ ტრაფორდზე“.

A ჯგუფი

ბაიერნი (გერმანია)
მანჩესტერი (ინგლისი)
კოპენჰაგენი (დანია)
გალათასარაი (თურქეთი)

B ჯგუფი

სევილია (ესპანეთი)
არსენალი (ინგლისი)
ეინდჰოვენი (ნიდერლანდები)
ლანსი (საფრანგეთი)

C ჯგუფი

ნაპოლი (იტალია)
რეალი (ესპანეთი)
ბრაგა (პორტუგალია)
უნიონი (გერმანია)

D ჯგუფი

ბენფიკა (პორტუგალია)
ინტერი (იტალია)
ზალცბურგი (ავსტრია)
სოსიედადი (ესპანეთი)

E ჯგუფი

ფეიენოორდი (ნიდერლანდები)
ატლეტიკო (ესპანეთი)
ლაციო (იტალია)
სელტიკი (შოტლანდია)

F ჯგუფი

პსჟ (საფრანგეთი)
დორტმუნდი (გერმანია)
მილანი (იტალია)
ნიუკასლი (ინგლისი)

G ჯგუფი

სიტი (ინგლისი)
ლაიპციგი (გერმანია)
ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)
იანგ ბოიზი (შვეიცარია)

H ჯგუფი

ბარსელონა (ესპანეთი)
პორტო (პორტუგალია)
შახტარი (უკრაინა)
ანტვერპენი (ბელგია)

ჯგუფური ეტაპის განრიგი

I ტური – 19/20 სექტემბერი
II ტური – 3/4 ოქტომბერი
III ტური – 24/25 ოქტომბერი
IV ტური – 7/8 ნოემბერი
V ტური – 28/29 ნოემბერი
VI ტური – 12/13 დეკემბერი

პლეი ოფის განრიგი

1/8-ფინალი (წილისყრა 18 დეკემბერს) – 13/14 და 20/21 თებერვალი, 5/6 და 12/13 მარტი

1/4-ფინალი (წილისყრა 15 მარტს) – 9/10 და 16/17 აპრილი

1/2-ფინალი (წილისყრა 15 მარტს) – 30 აპრილი/1 მაისი და 7/8 მაისი

ფინალი – 1 ივნისი, ლონდონი, „უემბლის“ სტადიონი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძის პირველი ვარჯიში: ამ ბიჭს ყველგან შეუძლია თამაში – ფოტო

ჩავიდნენ: ბორჯღალოსნებს საფრანგეთში მიღების ცერემონია მოუწყვეს