in

ფოტო: პეკინის ოლიმპიადის გახსნა – გაზაფხულია, თამაში დაიწყო!

ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო ცერემონია პეკინის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა, რომელიც „ჩიტის ბუდეს“ სახელითაა ცნობილი.

მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად ხალხი ტრიბუნებზე არის, დაახლოებით 80%.

სოკ-ის პრეზიდენტი ტომას ბახი და პოლიტიკური ელიტა საკუთარ ადგილებს იკავებენ.

ეკრანზე უკუათვლა იწყება და ჩინეთის ულამაზესი ხედები ჩანს.

მთავარი თემა გაზაფხულია.
გაზაფხულის დაწყება – ასე ქვია ცერემონიის პირველ ნაწილს. ჩინელებს სჯერათ, რომ დაბალი ტემპერატურის დროს გაზაფხულის მოსვლა ახალ სიცოცხლეს ბადებს.

ასეთი სალუტები აქამდე არც ყოფილა.

ოლიმპიური სიმბოლოს დროც დადგა. ცისფერი ნაკადი სტადიონზე ეცემა და მდინარედ გადაიქცევა. საოცარი გრაფიკაა.

ყინულის კუბი კი ყველა ქალაქს აჩვენებს, სადაც ზამთრის ოლიმპიადა ჩატარებულა.

ჩიტის ბუდე ჩიტის სიმაღლიდან.

This image has an empty alt attribute; its file name is d5fc685b011ecaf57d3b2263ee66e.jpeg

დელეგაციებმა გამოსვლა დაიწყეს.
აი ერთი მათგანი – აღმოსავლეთ ტიმორის იმპოზანტური დელეგაცია.

გულშემატკივრები ყველა ქვეყნის დელეგაციას თბილად შეხვდნენ, მაგრამ მასპინძელთა გამოსვლას განსაკუთრებული ემოცია და ოვაცია მოყვა.

ცერემონიის მესამე სეგმენტისას არენაზე რამდენიმე ათეული ფიფქია. ის ოლიმპიური რგოლების ფონზე ერთ დიდ რგოლს ქმნის და სტადიონის ირგვლივ მიდის.
ვირტუალური ფიფქი ცენტრში ასრულებს საპატიო წრეს და ერთგვარ დედამიწას წარმოქმნის.

This image has an empty alt attribute; its file name is Screenshot-2022-02-04-061416-1024x581.jpg

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ოლიმპიური თამაშები გახსნილად გამოაცხადა. ფეიერვერკმა წალეკა სტადიონი.

მომდევნო სეგმენტი უბრალოდ ხალხს ეძღვნება – ყველა რასას და ერს. ისმის ჯონ ლენონის Imagine.

ჩინელ ოლიმპიურ ჩემპიონებს გამოაქვთ ოლიმპიური დროშა.

ოლიმპიურ ჰიმნს ბავშვები ასრულებენ. აღიმართება ოლიმპიურ ითამაშების დროშა.

ცერემონიას პარალელურად აჩვენებდნენ უზარმაზარ ეკრანზე, რომლის ზომა 11600 კვ/მ-ია.

ზოგიერთ კადრს კომენტარი არც სჭირდება.

This image has an empty alt attribute; its file name is Screenshot-2022-02-04-061612-1024x576.jpg

ოლიმპიური თამაშები 20 თებერვლამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას 95 ქვეყნის 4 ათასზე მეტი ათლეტი მიიღებს. გათამაშდება მედლების 109 კომპლექტი.

პეკინის ოლიმპიადის ოფიციალური დევიზია: “ერთად საერთო მომავლისთვის”.
ხოლო ოლიმპიადის ტრადიციულ დევიზს – უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერად – დაემატა სიტყვა – ერთად!

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

4 დებიუტანტი სამატჩო რაზმში: მაიასაშვილმა შემადგენლობა დაასახელა

ჩვენები თასისთვის ბრძოლას აგრძელებენ, ვოლკოვი სამეულშია – ლეგიონერების ამბები