in

4 დებიუტანტი სამატჩო რაზმში: მაიასაშვილმა შემადგენლობა დაასახელა

კვირას, “ბორჯღალოსნები” “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” მორიგ გათამაშებას დაიწყებენ და მის ზედიზედ მეექვსედ მოგებას შეეცდებიან.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაიაშვილმა პორტუგალიასთან მატჩისთვის გუნდის 23-კაციანი სამატჩო რაზმი გამოაქვეყნა.

პორტუგალიასთან გასამართი შეხვედრისთვის, 23-კაციან განაცხადში ოთხი დებიუტანტია და ერთი მათგანი თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს, სამი კი მარქაფაშია.

მოედანზე პირველივე წუთიდან ვიხილავთ მესამეხაზელ სანდრო მამამთავრიშვილს. მარქაფაში არიან კვაჭი ლუკა ნიორაძე, მესამეხაზელი ნიკო აფციაური და ფრთა დავით მესხი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა პორტუგალიასთან

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 88 კეპი, 53 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 15 კეპი, 60 ქულა), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 12 კეპი, 5 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ. 80 კეპი, 60 ქულა), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 16 კეპი, 35 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 28 კეპი, 188 ქულა), 9. გელა აფრასიძე (მონპელიე, 35 კეპი, 24 ქულა);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 25 კეპი, 10 ქულა), 2. ვანო კარკაძე (ბრივი, 5 კეპი, 5 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 25 კეპი, 10 ქულა), 4. გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 7 კეპი, 5 ქულა), 5. ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 12 კეპი), 6. ოთარ გიორგაძე (ბრივი, 29 კეპი, 25 ქულა), 7. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, უკეპო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 12 კეპი, 10 ქულა)

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი, უკეპო), 17. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 67 კეპი, 10 ქულა), 18. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 3 კეპი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 33 კეპი), 20. ნიკო აფციაური (შავი ლომი, უკეპო); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 61 კეპი, 55 ქულა), 22. ლაშა ლომიძე (შავი ლომი, 1 კეპი), 23. დავით მესხი (ენისეი, უკეპო).

საქართველო-პორტუგალიის შეხვედრა 6 თებერვალს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 15:00 საათზე გაიმართება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველა მატჩზე ისე უნდა გავიდეთ, თითქოს ეს თამაში გადამწყვეტია: ამ რესურსით ევროტურნირებზე წარმატება რთულია – Exclusive ლევან კობიაშვილთან

ფოტო: პეკინის ოლიმპიადის გახსნა – გაზაფხულია, თამაში დაიწყო!