in ,

ჩვენები თასისთვის ბრძოლას აგრძელებენ, ვოლკოვი სამეულშია – ლეგიონერების ამბები

ლუკა ლოჩოშვილის „ვოლფსბერგერმა“ ავსტრიის თასის 1/4 ფინალში მეორე ლიგელი „ფლორიდსდორფერთან“ დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
თუმცა ამისთვის დიდი ბრძოლა დასჭირდა.
22 წლის ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად, 120 წუთი ითამაშა. გამარჯვებული დამატებით დროში გაირკვა „ვოლფსბერგერმა“ კაცგაგდებული მეტოქე საბოლოოდ 4:2 დაამარცხა და ავსტრიის თასისთვის ბრძოლას აგრძელებს.

კვიპროსის თასის 1/8-ფინალის განმეორებით შეხვედრაში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ „პაფოსი“ მიიღო – 0:0. თუმცა ეს შედეგი საკმარისი გამოდგა 1/4-ფინალში გასასვლელად. “ანორთოსისს” პირველი შეხვედრა გასვლაზე 3:1 ჰქონდა მოგებული.

აზერბაიჯანულ საფეხბურთო კლუბ „საბახის“ რუსმა მთავარმა მწვრთნელმა მურად მუსაევმა „მატჩ ტვ“-სთან ინტერვიუში აზერბაიჯანის პრემიერლიგის ფეხბურთელებში დავით ვოლკოვი გამოარჩია. ცნობილმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრების და აზერბაიჯანული „ზირას“ თავდამსხმელი ლიგის საუკეთესო მოთამაშეთა სამეულში დაასახელა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: პეკინის ოლიმპიადის გახსნა – გაზაფხულია, თამაში დაიწყო!

დღეს კრიშტიანოს დაბადების დღეა, ის 37 წლის გახდა: ნეიმარი 30