ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ საუბრები არ წყდება. მას შემდეგ, რაც მან ყაზანის “რუბინი” დატოვა, ყველას აინტერესებს სად გააგრძელებს კარიერას ქართველი ტალანტი.
ბევრი იწერება, რომ ჩვენიანით იტალიური “ნაპოლია” დაინტერესებული.
ჩვენ რუსეთში კვარაცხელიას გარემოცვასთან დაახლოებულ პირს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა იმის შესახებ, რომ ნეაპოლელების გარდა ხვიჩას შეძენით სხვა ევროპული კლუბებიც არიან დაინტერესებული.
Sport4me.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, რომელიც ჩვენ ბათუმის “დინამოსთან” დაახლოებულმა სანდო წყარომ მოგვაწოდა, არ არის გამორიცხული ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა, რომლებმაც რუსული კლუბები დატოვეს, ზაფხულამდე კარიერა საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, ბათუმის “დინამოს” შემადგენლობაში გააგრძელონ.
წყარო გვეუბნება, რომ ფეხბურთე;ების აგენტები უცხოურ კლუბებთან მუშაობენ, მაგრამ ვინაიდან ბევრ ქვეყანაში სეზონი აქტიურად მიმდინარეობს და კლუბებს ფეხბურთელთა ლიმიტი შევსებული აქვთ, ეს მოლაპარაკებებში გარკვეულ პრობლემებს ქმნის და ამიტომ ბოლო ვარიანტად განიხილება ზაფხულამდე პრაქტიკის სახით ბათუმურ გუნდში თამაში. ეს ვარიანტი უფრო რეალური დავითაშვილის შემთხვევაშია.
ყველაფერი სანაკრებო პაუზის შემდეგ გაირკვევა.
GIPHY App Key not set. Please check settings