უნგრული “უიპეშტის” ქართველი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე შესანიშნავ ფორმაშია და გოლს გოლზე იტანს. მოგეხსენებათ, იგი “ფეჰერვარის” საკუთრებაა და “უიპეშტში” იჯარის წესით გადმოვიდა.
“უიპეშტში” კი, მას მეორე სიცოცხლე გაეხსნა და 4 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.
გასულ ტურში “უიპეშტმა” “დებრეცენი” 2:1 დაამარცხა. ბუდუმ ანგარიში ეფექტური დარტყმით გახსნა. ბუდუს ეს გოლი უნგრეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის Top 3 გოლს შორის მოხვდა.
გარდა ამისა, ბუდუ ზედიზედ მეოთხედ მოხვდა ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში.
ბუდუ ზივზივაძე: რუსეთში რომ ვთამაშობდე, ეგრევე წამოვიდოდი
შეუჩერებელი ბუდუ: საუკეთესო მამარდაშვილი – ლეგიონერები
GIPHY App Key not set. Please check settings