გუშინ, რუსეთის თასზე 1/8 ფინალური შეხვედრები გაიმართა.
ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის “რუბინი” ვოლგოგრადის “როტორს” დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია ყაზანური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და მხოლოდ იმით გამოიჩინა თავი, რომ ყვითელი ბარათი მიიღო. ხვიჩა 76-ე წუთზე შეცვალეს.
ამ თამაშზე უფრო ჩვენ კვარაცხელიას მომავალი გვაინტერესებს. უეფა და ფიფა რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის და წასვლის შესაძლებლობას აძლევს. კვარაცხელიას ევროპულ გუნდში უფასოდ წასვლა წესით არ უნდა გაუჭირდეს.
რუსეთის ჩემპიონატი კვარაცხელიასაც უკვე დიდად რომ არ ხიბლავს, ფაქტია. მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში ხვიჩას 16 ჩატარებულ მატჩში მხოლოდ 1 გოლი და 2 პასი აქვს.
GIPHY App Key not set. Please check settings