in ,

ეროვნულ ლიგაში VAR ზაფხულიდან იქნება

ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს ძალიან აინტერესებს, თუ როდის დაინერგება ეროვნულ ლიგაში VAR ტექნოლოგია.

ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა არაერთხელ ისაუბრეს.

ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში ზაფხულის შესვენების შემდეგ დაინერგება. ფედერაციას ტექნიკა უკვე შეძენილი აქვს და სპეციალურად VAR ტექნოლოგიისთვის მსაჯების გადამზადების პროცესიც მიმდინარეობს. მთავარი სტადიონების ტექნიკურად ისე აღჭურვაა, რომ VAR სისტემამ გამართულად შეძლოს მუშაობა.

ეროვნულ ლიგაში საზაფხულო პაუზა ივლის-აგვისტოშია, როდესაც ქართული კლუბები ევროსარბიელზე თამაშობენ. სწორედ, ამ დროს მოხდება ტექნოლოგიის დამონტაჟება და მისი რამდენიმე მატჩზე დატესტვა. 2023 წლის სეზონიდან კი, ვიდეორეფერი ეროვნული ლიგის 180-ვე თამაშზე იქნება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელიამ რუსეთის თასზე ითამაშა: რუბინი მომდევნო ეტაპზე გავიდა

შენგელია დიდი ალბათობით ბასკონიაში ბრუნდება