ინგლისური “ჰალ სიტი”, რომელსაც საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე წვრთნის, მომდევნო სეზონისთვის გაძლიერებას იწყებს.
“ვეფხვებმა” ჩემპიონშიპში ადგილი უკვე ოფიციალურად შეინარჩუნა და აკულ ილიჯალის თქმით, მომავალ სეზონში გუნდს პრემიერლიგაში გადასვლის ამბიციაც ექნება.
თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჰალმა” პირველი ტრანსფერი უკვე შეათანხმა და ახალი სეზონიდან ადამა ტრაორე “ვეფხვების” ღირსებას დაიცავს.
ეს “ბარსელონაში” მოთამაშე ადამა ტრაორე არ გეგონოთ, ის საბა ლობჟანიძის თანაგუნდელია და თურქულ “ჰათაისფორში” თამაშობს. 26 წლის მალელ შემტევს მალის ნაკრების შემადგენლობაში 26 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 3 გოლია.
ტრაორეს სატრანსფერო ღირებულება 4.3 მილიონი ევროა.
GIPHY App Key not set. Please check settings